---
title: "მუხლი 15. შეღავათის დაშვება — მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/15"
law: "მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 1698958"
adopted: "2012-06-29"
consolidated_as_of: "2018-09-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. შეღავათის დაშვება — მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

> Text consolidated as of 2018-09-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2018-09-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/15

1. მეთევზე-მეზღვაურის სიკვდილის, ავადმყოფობის ან/და დაშავების შემთხვევაში, აგრეთვე სხვა გაუთვალისწინებელი გარემოების წარმოქმნისას სააგენტოს შეუძლია მისი მოვალეობის შესრულების უფლება მისცეს სათანადო სერტიფიკატის არმქონე მეზღვაურს განსაზღვრული ვადით, თუ მისი კომპეტენცია დასაკავებელი თანამდებობისათვის გათვალისწინებულ რანგზე ერთი რანგით ნაკლებია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების საფუძველზე მუშაობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.

3. შკიპერისა და თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსის თანამდებობების დაკავების უფლებას სააგენტო სათანადო კომპეტენციის არმქონე მეზღვაურს აძლევს მხოლოდ შკიპერისა და თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსის სიკვდილის, ავადმყოფობის ან/და დაშავების შემთხვევაში, აგრეთვე სხვა გაუთვალისწინებელი გარემოების წარმოქმნისას, არა უმეტეს 1 თვის ვადით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას რადიოსპეციალისტისა და რადიოტელეფონისტის თანამდებობების დასაკავებლად სააგენტო ანიჭებს მხოლოდ რადიოკავშირის რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

5. გემთმფლობელი ვალდებულია სათანადო კომპეტენციის სერტიფიკატის არმქონე მეთევზე-მეზღვაური უმოკლეს ვადაში შეცვალოს სათანადო კომპეტენციის სერტიფიკატის მქონე სპეციალისტით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/16.md
