---
title: "მუხლი 18. თევზსაჭერ გემზე თანამდებობების პასუხისმგებლობის დონეების მიხედვით განაწილება — მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/18"
law: "მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 1698958"
adopted: "2012-06-29"
consolidated_as_of: "2018-09-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. თევზსაჭერ გემზე თანამდებობების პასუხისმგებლობის დონეების მიხედვით განაწილება — მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

> Text consolidated as of 2018-09-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2018-09-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/18

1. მართვის დონეზე პასუხისმგებელ თევზსაჭერი გემის უფროს სამეთაურო შემადგენლობას განეკუთვნებიან: ა) შკიპერი; ბ) უფროსი თანაშემწე; გ) თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსი; დ) თევზსაჭერი გემის მეორე მექანიკოსი; ე) სუპერინტენდანტი.

2. ექსპლუატაციის დონეზე პასუხისმგებელ თევზსაჭერი გემის საშუალო სამეთაურო შემადგენლობას განეკუთვნებიან: ა) თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწე; ბ) თევზსაჭერი გემის სავახტო მექანიკოსი; გ) ელექტროინჟინერი; დ) GMDSS-ის რადიოოპერატორი.

3. თევზსაჭერი გემის რიგით შემადგენლობას განეკუთვნებიან ეკიპაჟის ის წევრები, რომლებიც მითითებული არ არიან ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში.

4. დამხმარე დონისადმი წასაყენებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს სააგენტო.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/19.md
