---
title: "მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო — მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/2"
law: "მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 1698958"
adopted: "2012-06-29"
consolidated_as_of: "2018-09-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო — მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

> Text consolidated as of 2018-09-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2018-09-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/2

1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქე მეთევზე-მეზღვაურებზე, რომლებიც კომპეტენციის სერტიფიკატის მიღების მიზნით მიმართავენ სააგენტოს, ასევე ყველა პირზე, რომლებიც დასაქმებული არიან საქართველოს დროშით მცურავ თევზსაჭერ გემზე.

2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ გემებზე, რომელთა სიგრძე 7 მეტრზე ნაკლებია. სააგენტო განსაზღვრავს მინიმალურ მოთხოვნებს 7 მეტრი და ნაკლები სიგრძის როგორც ძრავიანი, ისე ნიჩბიანი თევზსაჭერი გემების პერსონალის სერტიფიცირებისა და მომზადებისათვის.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/3.md
