---
title: "მუხლი 23. თევზსაჭერ გემზე მეთევზე-მეზღვაურთა მომზადება — მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/23"
law: "მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
article: "23"
identifier: "matsne 1698958"
adopted: "2012-06-29"
consolidated_as_of: "2018-09-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. თევზსაჭერ გემზე მეთევზე-მეზღვაურთა მომზადება — მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

> Text consolidated as of 2018-09-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2018-09-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/23

1. შკიპერი ვალდებულია შეიმუშაოს თევზსაჭერი გემის ეკიპაჟისა და პერსონალის წვრთნისა და მომზადების გეგმა და შეათანხმოს გემთმფლობელთან.

2. შკიპერი აკონტროლებს თევზსაჭერი გემის ეკიპაჟის მომზადების პროცესს და სასწავლო გეგმების შესრულების შესახებ 3 თვეში ერთხელ აცნობებს გემთმფლობელს.

3. შკიპერი გემთმფლობელს ყოველწლიურად წარუდგენს წერილობით ანგარიშს თევზსაჭერი გემის ეკიპაჟის მომზადების შესახებ. ანგარიშს უნდა ერთოდეს სასწავლო გეგმები, მეცადინეობათა პროგრამები და მეთევზე-მეზღვაურთა სია, მათი ცოდნის შეფასების მითითებით.

4. გემთმფლობელის მიერ თევზსაჭერ გემზე დანიშნული მეთევზე-მეზღვაურთა მომზადებისთვის პასუხისმგებელი პირი გემთმფლობელს წარუდგენს სრულ ანგარიშს მეთევზე-მეზღვაურთა მომზადების შესახებ და მიუთითებს არსებულ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/24.md
