---
title: "მუხლი 3. სააგენტოს კომპეტენცია — მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/3"
law: "მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 1698958"
adopted: "2012-06-29"
consolidated_as_of: "2018-09-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. სააგენტოს კომპეტენცია — მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

> Text consolidated as of 2018-09-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2018-09-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/3

ამ კანონის მიზნებისათვის სააგენტო ასრულებს შემდეგ ფუნქციებს: ა) კომპეტენციის სერტიფიკატისა და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სერტიფიკატების გაცემას ან/და დადასტურებას; ბ) მეთევზე-მეზღვაურთა სწავლებისა და წვრთნის სისტემის მონიტორინგს; გ) საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების აღიარებას და სისტემურ მონიტორინგს; დ) საზღვაო-საწვრთნელი კურსის საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით, და საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ მეზღვაურთა მომზადებისა და სერტიფიცირების მოთხოვნებთან შესაბამისობის აღიარებას; ე) კომპეტენციის სერტიფიკატისა და სხვა სერტიფიკატების ფორმისა და გაცემის წესის, ასევე გაცემული სერტიფიკატების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცებას; ვ) სერტიფიკატების ნამდვილობის დამოწმებას და მათი გაყალბების თავიდან აცილების ღონისძიებების გატარებას; ზ) კომპეტენციის სერტიფიკატისა და სხვა სერტიფიკატების მიღებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესის განსაზღვრას, შესაბამისი გამოცდების ორგანიზებასა და ჩატარებას; თ) ამ კანონის შესასრულებლად აუცილებელი ნორმატიული აქტების შემუშავებასა და გამოცემას; ი) ამ კანონის დარღვევისათვის კანონით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას; კ) ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით სააგენტოსათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/4.md
