---
title: "მუხლი 36. თევზსაჭერი გემის ელექტროინჟინერი — მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/36"
law: "მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
article: "36"
identifier: "matsne 1698958"
adopted: "2012-06-29"
consolidated_as_of: "2018-09-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 36. თევზსაჭერი გემის ელექტროინჟინერი — მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

> Text consolidated as of 2018-09-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, მუხლი 36 (consolidated as of 2018-09-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/36

1. ყველა კანდიდატი ვალდებულია, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ჰქონდეს უმაღლესი განათლება.

2. გემზე, რომლის ელექტრომოწყობილობის სიმძლავრე 600 კვტ ან მეტია, კანდიდატს, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, მოეთხოვება ელექტროინჟინრად მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი.

3. კანდიდატს შეუძლია დაიკავოს ელექტროინჟინრის თანამდებობა, უფროსი ელექტროინჟინრის თანამდებობის ჩათვლით, გემზე, რომლის წევის ელექტროძრავას საერთო სიმძლავრე 3000 კვტ-ზე ნაკლებია.

4. კანდიდატს შეუძლია დაიკავოს ელექტროინჟინრის თანამდებობა, უფროსი ელექტროინჟინრის თანამდებობის ჩათვლით, თევზსაჭერ გემზე, რომელსაც არ აქვს წევის ელექტროძრავა და რომლის ელექტრომოწყობილობის სიმძლავრე (თევზის მოპოვების, გადამუშავებისა და საზღვაო რეწვის დანიშნულების ელექტრომოწყობილობათა სიმძლავრის გარეშე) არანაკლებ 5000 კვტ-ია.

5. კანდიდატს ნებისმიერ გემზე შეუძლია დაიკავოს ელექტროინჟინრის თანამდებობა, მეორე თანრიგის ელექტროინჟინრის თანამდებობის ჩათვლით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/35.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/37.md
