---
title: "მუხლი 37. GMDSS-ის რადიოოპერატორი — მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/37"
law: "მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
article: "37"
identifier: "matsne 1698958"
adopted: "2012-06-29"
consolidated_as_of: "2018-09-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37. GMDSS-ის რადიოოპერატორი — მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

> Text consolidated as of 2018-09-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, მუხლი 37 (consolidated as of 2018-09-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/37

1. ამ მუხლის დებულებები ვრცელდება GMDSS-ით აღჭურვილ გემებზე რადიოკავშირის განმახორციელებელ ოპერატორებზე, SOLAS-ის კონვენციის შესაბამისად.

2. პირი, რომელიც ვალდებულია შეასრულოს ან ასრულებს რადიოკავშირის ფუნქციებს GMDSS-ით აღჭურვილ გემზე, ან პირი, რომელსაც სურს თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატის მიღება, ვალდებულია მიიღოს GMDSS-ის რადიოოპერატორის კომპეტენციის სერტიფიკატი, რომელიც გაცემული ან დადასტურებულია სააგენტოს მიერ რადიოკავშირის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.

3. ამ კანონის თანახმად, გემზე მუშაობისთვის GMDSS-ის რადიოოპერატორის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად, SOLAS-ის კონვენციის შესაბამისად: ა) კანდიდატი უნდა იყოს 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი; ბ) კანდიდატს გავლილი უნდა ჰქონდეს აღიარებული სწავლება და წვრთნა; გ ) კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს STCW-ის კონვენციით განსაზღვრულ კვალიფიკაციის სტანდარტებს . თავი IV. კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად და მისი მოქმედების ვადის დასადასტურებლად კანდიდატის ცოდნის შემოწმება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/38.md
