---
title: "მუხლი 38. კომპეტენციის სერტიფიკატის მოქმედების ვადის დადასტურება — მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/38"
law: "მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
article: "38"
identifier: "matsne 1698958"
adopted: "2012-06-29"
consolidated_as_of: "2018-09-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 38. კომპეტენციის სერტიფიკატის მოქმედების ვადის დადასტურება — მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

> Text consolidated as of 2018-09-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, მუხლი 38 (consolidated as of 2018-09-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/38

1. კომპეტენციის სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 5 წელი.

2. მეთევზე-მეზღვაური ვალდებულია 5 წელიწადში ერთხელ განაახლოს კომპეტენციის სერტიფიკატი.

3. კანდიდატის პროფესიული კომპეტენტურობა მტკიცდება ბოლო 5 წლის განმავლობაში მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟით ან იმ ფუნქციების შესრულებით, რომლებიც გათანაბრებულია თევზსაჭერ გემზე მუშაობის ამ სტაჟთან, ან შესაბამისი განახლების კურსის წარმატებული დამთავრებით ან თევზსაჭერი გემის ზესაშტატო ერთეულის თანამდებობაზე სტაჟიორად მუშაობის არანაკლებ 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/37.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/39.md
