---
title: "მუხლი 4. მეთევზე-მეზღვაურთა მომზადების სისტემა — მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/4"
law: "მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 1698958"
adopted: "2012-06-29"
consolidated_as_of: "2018-09-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. მეთევზე-მეზღვაურთა მომზადების სისტემა — მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

> Text consolidated as of 2018-09-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2018-09-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/4

1. მეთევზე-მეზღვაურის პროფესია რეგულირებადი პროფესიაა. მეთევზე-მეზღვაურთა მომზადების სისტემა მოიცავს პროფესიულ საზღვაო განათლებას, უმაღლეს საზღვაო განათლებას და სპეციალიზებულ საზღვაო წვრთნას.

2. თევზსაჭერ გემზე მუშაობის მსურველს, მიღებული საზღვაო განათლებისა და კომპეტენციის შესაბამისად, თევზსაჭერ გემზე პასუხისმგებლობის ყველა დონის თანამდებობის დაკავებისა და თანამდებობრივი გადაადგილება-მონაცვლეობის უფლებას აძლევს სააგენტოს მიერ გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატი და სხვა სერტიფიკატები, რომელთა გაცემის წესი და პირობები რეგულირდება ამ კანონით.

3. მეთევზე-მეზღვაურმა 5 წელიწადში ერთხელ შესაბამის საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებაში უნდა გაიაროს გადამზადების კურსი, რომელსაც აფინანსებს გემთმფლობელი ან/და თვითონ მეთევზე-მეზღვაური.

4. გემთმფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს გემზე მეთევზე-მეზღვაურთა მომზადება ამ კანონისა და „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3448 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/5.md
