---
title: "მუხლი 40. კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის ჩამორთმევა და მისი მოქმედების ვადის დროებითი შეჩერება — მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/40"
law: "მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
article: "40"
identifier: "matsne 1698958"
adopted: "2012-06-29"
consolidated_as_of: "2018-09-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40. კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის ჩამორთმევა და მისი მოქმედების ვადის დროებითი შეჩერება — მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

> Text consolidated as of 2018-09-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, მუხლი 40 (consolidated as of 2018-09-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/40

1. კომპეტენციის სერტიფიკატის ჩამორთმევა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის მოქმედების ვადის დროებით შეჩერებას „საზღვაო დისციპლინური წესდების“ შესაბამისად ახდენს: ა) სააგენტო; ბ) შკიპერი; გ) ნავსადგურის კაპიტანი სააგენტოსთან შეთანხმებით.

3. კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის მოქმედების ვადის დროებითი შეჩერება ხდება საზღვაო ინციდენტის მოკვლევის პერიოდში, ხოლო კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის მოქმედების ვადის დროებითი შეჩერების შესახებ შემდგომი გადაწყვეტილება მიიღება მოკვლევის შედეგების გათვალისწინებით. კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის მოქმედების დროებითი შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს.

4. სააგენტო ყველა სახის დისციპლინური გადაცდომის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს საზღვაო კოდექსით, „საზღვაო ინციდენტების სამსახურებრივი გამოკვლევის წესით“, „საზღვაო დისციპლინური წესდებით“, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონით და სხვა სამართლებრივი აქტებით.

5. კომპეტენციის სერტიფიკატის მოქმედების ვადის განახლებამდე მოწმდება კანდიდატის ცოდნა ამ კანონის შესაბამისად. თავი V. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/39.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/41.md
