---
title: "მუხლი 5. სააგენტოს მიერ მეთევზე-მეზღვაურთა საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების აღიარება — მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/5"
law: "მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 1698958"
adopted: "2012-06-29"
consolidated_as_of: "2018-09-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. სააგენტოს მიერ მეთევზე-მეზღვაურთა საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების აღიარება — მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

> Text consolidated as of 2018-09-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2018-09-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/5

1. იმ საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების აღიარება და მონიტორინგი, რომელიც ახორციელებს მეთევზე-მეზღვაურთა წვრთნას, ასევე შესაბამისი საზღვაო-საწვრთნელი კურსის აღიარება ხდება „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. თუ საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულება აღიარებულია „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მას მეთევზე-მეზღვაურთა მომზადება შეუძლია განახორციელოს მხოლოდ შესაბამისი საზღვაო-საწვრთნელი კურსის აღიარების შემდეგ.

3. სააგენტო ცნობს სხვა სახელმწიფოს საზღვაო ადმინისტრაციის მიერ გაცემულ კომპეტენციის სერტიფიკატს ან სხვა სერტიფიკატს, თუ ამ სახელმწიფოში მეთევზე-მეზღვაურთა მომზადებისა და სერტიფიცირების სისტემა აღიარებულია IMO-ს მიერ ან არსებობს შესაბამისი შეთანხმება საქართველოსთან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/6.md
