---
title: "მუხლი 12. ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემა — სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1726790-satqeo-meurneobis-martvis-shesakheb/12"
law: "სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 1726790"
adopted: "2012-08-02"
consolidated_as_of: "2017-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემა — სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2017-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2017-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1726790-satqeo-meurneobis-martvis-shesakheb/12

1. ტყის ფონდით სარგებლობის ობიექტია მის ფარგლებში არსებული მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული მცენარეებით და შენობა-ნაგებობებით.

2. ტყის ფონდის ფარგლებში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობაში მიღების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, ან სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს, რომელიც არ არის იურიდიული პირი.

3. ტყის ფონდის სარგებლობაში გადაცემა ხდება აუქციონის ფორმით.

4. ტყის ფონდის სარგებლობაში გაცემის წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1726790-satqeo-meurneobis-martvis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1726790-satqeo-meurneobis-martvis-shesakheb/13.md
