---
title: "მუხლი 5. მართვის ორგანოს კომპეტენცია ტყის ფონდის მართვის სფეროში — სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1726790-satqeo-meurneobis-martvis-shesakheb/5"
law: "სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 1726790"
adopted: "2012-08-02"
consolidated_as_of: "2017-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. მართვის ორგანოს კომპეტენცია ტყის ფონდის მართვის სფეროში — სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2017-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2017-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1726790-satqeo-meurneobis-martvis-shesakheb/5

ტყის ფონდის მართვის სფეროში მართვის ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) ტყის ფონდის ტერიტორიის კონტროლი, ბ) ტყის ფონდის მონიტორინგი და მონიტორინგის შედეგად მიღებულ მონაცემთა ბაზის შექმნა; გ) ტყის ფონდის საზღვრების დადგენა ში მონაწილეობის მიღება ; დ) ტყის ფონდის აღრიცხვა და დაგეგმვა; ე) ტყის ფონდის დაყოფა სატყეო უბნად, სატყეოდ, კვარტალად, ლიტერად; ვ) ტყის ფონდის დაყოფა სამცველოებად; ზ) ტყის დაცვა უკანონო ჭრებისაგან , უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების გამოვლენა ; თ) ხე-ტყის დამზადება ; ი) ტყის მოვლა – აღდგენა და ამ მიზნით მოვლითი ჭრების განხორციელება; კ ) ამ კანონით დადგენილი მომსახურებების გაწევა და ტყითსარგებლობის ხელშეკრულების დადება; ლ ) საქართველოს წითელი ნუსხის წარმოებაში მონაწილეობა; მ ) ტყის ფონდის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა; ნ ) ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა, ხოლო ხანძრის საფრთხის შემთხვევაში – მის სალიკვიდაციოდ შესაბამისი ზომების მიღება და საფრთხის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება სათანადო ორგანოებისთვის; ო ) ფიზიკური და იურიდიული პირების ხე-ტყით უზრუნველყოფა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მიზნით და ოდენობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1726790-satqeo-meurneobis-martvis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1726790-satqeo-meurneobis-martvis-shesakheb/6.md
