---
title: "მუხლი 6. მართვის ორგანოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები — სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1726790-satqeo-meurneobis-martvis-shesakheb/6"
law: "სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 1726790"
adopted: "2012-08-02"
consolidated_as_of: "2017-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. მართვის ორგანოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები — სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2017-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2017-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1726790-satqeo-meurneobis-martvis-shesakheb/6

1. მართვის ორგანოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებია: ა) ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემა; ბ ) ხე-ტყის დამზადება; გ ) ნადირობის ბ ი ლეთის გაცემა; დ ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემა; ე ) სალიცენზიო ობიექტის მომზადება; ვ ) ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემა; ზ ) ტყის ფონდში მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება: თ ) ტყეკაფის მონიშვნა; ი ) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირება.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით შეიძლება განისაზღვროს მართვის ორგანოს მიერ გაწეული მომსახურების სხვა სახეებიც.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1726790-satqeo-meurneobis-martvis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1726790-satqeo-meurneobis-martvis-shesakheb/7.md
