---
title: "მუხლი 7. ხე-ტყის დამზადების ბილეთი — სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1726790-satqeo-meurneobis-martvis-shesakheb/7"
law: "სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 1726790"
adopted: "2012-08-02"
consolidated_as_of: "2017-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. ხე-ტყის დამზადების ბილეთი — სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2017-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2017-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1726790-satqeo-meurneobis-martvis-shesakheb/7

1. ხე-ტყის დამზადების ბილეთი გაიცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში ხე-ტყის ტყის ფონდის ტერიტორიაზე დამზადებისათვის.

2. ხე-ტყის დამზადების ბილეთს გასცემს მართვის ორგანო ან/და მართვის ორგანოს მიერ გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე – სხვა პირ(ებ)ი.

3. ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემის წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1726790-satqeo-meurneobis-martvis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1726790-satqeo-meurneobis-martvis-shesakheb/8.md
