---
title: "მუხლი 8. ხე-ტყის დამზადება — სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1726790-satqeo-meurneobis-martvis-shesakheb/8"
law: "სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 1726790"
adopted: "2012-08-02"
consolidated_as_of: "2017-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. ხე-ტყის დამზადება — სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2017-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2017-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1726790-satqeo-meurneobis-martvis-shesakheb/8

1. მართვის ორგანო უფლებამოსილია სოციალური ჭრების ფარგლებში განახორციელოს ხე-ტყის დამზადება : ა) მოსახლეობის ხე-ტყით უზრუნველყოფის მიზნით ( I და II ხარისხის ხეები); ბ) საბიუჯეტო ორგანიზაციის ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხე-ტყით უზრუნველყოფის მიზნით ( II ხარისხის ხეები) .

2. მართვის ორგანო ხე-ტყის დამზადებას უზრუნველყოფს , ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განსაზღვრული პირების ხე-ტყით უზრუნველყოფისათვის.

3. მართვის ორგანოს მიერ ხე-ტყის დამზადების მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული შემოსავალი ხმარდება ტყის მოვლას და აღდგენას.

4. მართვის ორგანოს მიერ ხე-ტყის დამზადების მომსახურების გაწევის წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1726790-satqeo-meurneobis-martvis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1726790-satqeo-meurneobis-martvis-shesakheb/9.md
