---
title: "მუხლი 9. ნადირობის ბილეთი — სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1726790-satqeo-meurneobis-martvis-shesakheb/9"
law: "სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 1726790"
adopted: "2012-08-02"
consolidated_as_of: "2017-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. ნადირობის ბილეთი — სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2017-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2017-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1726790-satqeo-meurneobis-martvis-shesakheb/9

1. ნადირობის ბილეთის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

2. ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით .

3. ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სახეობების კვოტებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს და ანაწილებს მართვის ორგანო.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კვოტების დამტკიცებამდე ნადირობა არ დაიშვება.

5. ნადირობის ბილეთის გაცემის წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1726790-satqeo-meurneobis-martvis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1726790-satqeo-meurneobis-martvis-shesakheb/10.md
