---
title: "მუხლი 11. საძიებო-სამაშველო ოპერაციების დასრულება — საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/17296-sazghvao-samashvelo-samsakhuris-shesakheb/11"
law: "საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 17296"
adopted: "2000-09-29"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. საძიებო-სამაშველო ოპერაციების დასრულება — საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/17296-sazghvao-samashvelo-samsakhuris-shesakheb/11

1. საძიებო-სამაშველო მოქმედებათა კოორდინატორი საძიებო-სამაშველო ოპერაციის დასრულების ან ავარიული სტადიის აღმოფხვრის შესახებ ინფორმაციის მიღებისას ოპერაციის შედეგებს აცნობებს საძიებო-სამაშველო კოორდინატორს, მუნიციპალიტეტებს, აგრეთვე სამაშველო ერთეულებს და შესაბამის სამსახურებს, რომლებიც ჩართული იყვნენ საძიებო-სამაშველო ოპერაციებში ან/და დაინტერესებული იყვნენ ამ ოპერაციებით.

2. ადამიანებისა და გემის გადარჩენის შემდეგ, აგრეთვე თუ დადგ
ინდა, რომ შემდგომი ძიება უშედეგოა, საძიებო-სამაშველო მოქმედებათა კოორდინატორი სამაშველო ოპერაციებს დასრულებულად აცხადებს.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6975 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
თავი III თანამშრომლობა და მოქმედებათა კოორდინაცია

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/17296-sazghvao-samashvelo-samsakhuris-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/17296-sazghvao-samashvelo-samsakhuris-shesakheb/12.md
