---
title: "მუხლი 12. სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობა — საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/17296-sazghvao-samashvelo-samsakhuris-shesakheb/12"
law: "საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 17296"
adopted: "2000-09-29"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობა — საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/17296-sazghvao-samashvelo-samsakhuris-shesakheb/12

1. (ამოღებულია).

2. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი, საძიებო-სამაშველო ოპერაციების ერთობლივად ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში, დახმარებისათვის მიმართავს სხვა სახელმწიფოთა სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრებს და ცალკეულ სამაშველო ერთეულებს, ამასთან, საძიებო-სამაშველო რაიონში მოიზიდავს სხვა სახელმწიფოთა სამაშველო ორგანიზაციებსა და მცურავ საშუალებებს.

3. ძიებისას, შველისას და ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციისას ერთობლივ მოქმედებათა გაუმჯობესების მიზნით სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი მონაწილეობს სხვა სახელმწიფოთა სამაშველო სამსახურების წვრთნაში.

4. სააგენტო თანამშრომლობს უცხო ქვეყნების ზღვაზე სამაშველო სამსახურებთან და ზღვაზე სამაშველო საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4604 - სსმ I, №11, 10.04.2007წ., მუხ. 108
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №71 - სსმ I, №12, 14.07.2008წ., მუხ. 93
საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №853 - სსმ I, №40, 29.12.2008წ., მუხ. 278
საქართველოს 2010 წლის ოქტომბრის კანონი №3752 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.392
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4218 - ვებგვერდი, 10.03.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/17296-sazghvao-samashvelo-samsakhuris-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/17296-sazghvao-samashvelo-samsakhuris-shesakheb/13.md
