---
title: "მუხლი 14. საქართველოს სამინისტროების, უწყებების, ორგანიზაციებისა და საზღვაო ნავსადგურების მოქმედებათა კოორდინაცია — საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/17296-sazghvao-samashvelo-samsakhuris-shesakheb/14"
law: "საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 17296"
adopted: "2000-09-29"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. საქართველოს სამინისტროების, უწყებების, ორგანიზაციებისა და საზღვაო ნავსადგურების მოქმედებათა კოორდინაცია — საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/17296-sazghvao-samashvelo-samsakhuris-shesakheb/14

1. განსაცდელში მყოფი ადამიანების გადარჩენისას და ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციისას, აუცილებლობის შემთხვევაში, სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი კოორდინაციას უწევს საძიებო-სამაშველო რაიონში მყოფი სანაოსნო კომპანიების, საზღვაო ნავსადგურების, საქართველოს სამინისტროების, უწყებების და სხვა სპეციალური ქვედანაყოფების სამაშველო სამსახურების საშუალებებს და ძალებს.

2. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო და სააგენტო ვალდებული არიან დანიშნონ ბუქსირის, სამხედრო გემისა და საჰაერო ხომალდის მუდმივი მორიგეობა, რომლებიც 30 წუთში მზად იქნებიან საძიებო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობისათვის. საძიებო-სამაშველო ოპერაციების გეგმების დროულად კორექტირების მიზნით მათი მორიგეობის განრიგის შესახებ ინფორმაცია ყოველწლიურად გადაეცემა სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრს.

3. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი საძიებო-სამაშველო ოპერაციის ჩატარების შესახებ ინფორმაციას აწვდის დაინტერესებულ სამინისტროებსა და ორგანიზაციებს.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3164 - სსმ I, №19, 01.06.2006წ., მუხ. 153
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4604 - სსმ I, №11, 10.04.2007წ., მუხ. 108
საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №622 - სსმ I, №35, 05.12.2008წ., მუხ. 228
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრ ის კანონი №785 - სსმ I, №40, 29.

12.200 8 წ., მუხ. 253
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4218 - ვებგვერდი, 10.03.2011წ.
თავი IV დასკვნითი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/17296-sazghvao-samashvelo-samsakhuris-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/17296-sazghvao-samashvelo-samsakhuris-shesakheb/15.md
