---
title: "მუხლი 4. საძიებო-სამაშველო კოორდინატორი — საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/17296-sazghvao-samashvelo-samsakhuris-shesakheb/4"
law: "საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 17296"
adopted: "2000-09-29"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. საძიებო-სამაშველო კოორდინატორი — საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/17296-sazghvao-samashvelo-samsakhuris-shesakheb/4

1. საძიებო-სამაშველო კოორდინატორი პასუხს აგებს:
ა) სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის მოწყობილობებითა და შტატებით უზრუნველყოფაზე, აგრეთვე ძიების, შველისა და ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციის სისტემის მართვაზე;
ბ) ძიების, შველისა და ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების სალიკვიდაციო საშუალებების მიწოდებასა და ამოქმედებაზე;
გ) ოპერაციაში მონაწილე პერსონალის მომზადების კოორდინაციაზე;
დ) ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციისა და საძიებო-სამაშველო ოპერაციების განხორციელების პრაქტიკის შემუშავებაზე.

2. საძიებო-სამაშველო კოორდინატორი ახორციელებს ზღვაში მყოფი გემის, ადამიანისა და საფრენი აპარატის ძიებისა და შველის, აგრეთვე ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისათვის საჭირო ღონისძიებებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/17296-sazghvao-samashvelo-samsakhuris-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/17296-sazghvao-samashvelo-samsakhuris-shesakheb/5.md
