---
title: "მუხლი 6. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის უფროსი — საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/17296-sazghvao-samashvelo-samsakhuris-shesakheb/6"
law: "საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 17296"
adopted: "2000-09-29"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის უფროსი — საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/17296-sazghvao-samashvelo-samsakhuris-shesakheb/6

1. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის
უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს
სააგენტოს დირექტორი.

2. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის უფროსს უნდა ჰქონდეს უმაღლესი საზღვაო განათლება, 3000 და მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტნის დიპლომი და ტანკერზე კაპიტნად მუშაობის არანაკლებ 5 წლის აღიარებული სტაჟი.

3. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის უფროსს უფლება აქვს:
ა) ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციისას და საძიებო-სამაშველო ოპერაციის განხორციელებისას მოახდინოს სამაშველო საშუალებათა და პასუხისმგებლობის ზონაში მყოფი უცხო ქვეყნის გემების მოზიდვა;
ბ) თხოვნით მიმართოს უცხო ქვეყნის სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრებს, დახმარება აღმოუჩინონ საქართველოს საძიებო-სამაშველო რაიონის საზღვრებს გარეთ განსაცდელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოს დროშით მცურავ გემებს;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებით ნება მისცეს ან უარი უთხრას უცხო ქვეყნის სამაშველო საშუალებებს საქართველოს სახელმწიფ
ო საზღვრის გადაკვეთაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) საგანგებო სიტუაციების შემთხვევებში საგანგებო კომისიის შექმნის წინადადებით მიმართოს ხელისუფლების ცენტრალურ ორგანოებს და მუნიციპალიტეტებს, რათა უზრუნველყოს განსაცდელში მყოფი ადამიანების, გემის და საფრენი აპარატის გადარჩენისათვის, ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციისათვის განხორციელებული ოპერაციების ჩატარება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის უფროსი არის ცენტრის წარმომადგენელი საქართველოს ფარგლებს გარეთ.

5. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის უფროსი ამოწმებს საქართველოს ნავსადგურებში და საძიებო-სამაშველო ერთეულებზე არსებულ საავარიო-სამაშველო აღჭურვილობას და დაღვრილი ნავთობის სალიკვიდაციო აღჭურვილობას.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3164 - სსმ I, №19, 01.06.2006წ., მუხ. 153
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4604 - სსმ I, №11, 10.04.2007წ., მუხ. 108
საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №622 - სსმ I, №35, 05.12.2008წ., მუხ. 228
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4218 - ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2398 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6975 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/17296-sazghvao-samashvelo-samsakhuris-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/17296-sazghvao-samashvelo-samsakhuris-shesakheb/7.md
