---
title: "მუხლი 7. საძიებო-სამაშველო მოქმედებათა კოორდინატორი — საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/17296-sazghvao-samashvelo-samsakhuris-shesakheb/7"
law: "საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 17296"
adopted: "2000-09-29"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. საძიებო-სამაშველო მოქმედებათა კოორდინატორი — საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/17296-sazghvao-samashvelo-samsakhuris-shesakheb/7

საძიებო-სამაშველო მოქმედებათა კოორდინატორი არის სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის უფროსი ან მორიგე კოორდინატორი, რომელსაც ევალება:
ა) მიიღოს ინფორმაცია საზღვაო ინციდენტის შესახებ და შეაფასოს იგი ავარიული სტადიების შესაბამისად;
ბ) გაარკვიოს, ექსტრემალური მოქმედებისათვის აუცილებელი მოწყობილობებიდან რომელია განსაცდელში მყოფ გემზე;
გ) ჰქონდეს ინფორმაცია ამინდის პროგნოზზე;
დ) გაარკვიოს გემების გადაადგილება და ადგილსამყოფელი, აცნობოს მათ შესაძლო საძიებო-სამაშველო რაიონის შესახებ;
ე) აღნიშნოს რუკაზე საძიებო-სამაშველო რაიონი და მიიღოს გადაწყვეტილებები საძიებო-სამაშველო მეთოდებისა და საშუალებების გამოყენების შესახებ;
ვ) შეიმუშაოს საძიებო-სამაშველო ოპერაციების და ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციის გეგმები;
ზ) უცხო ქვეყნების საძიებო-სამაშველო ცენტრებთან ერთად კოორდინაცია გაუწიოს ოპერაციას;
თ) ორგანიზება გაუწიოს ოპერაციაში მონაწილე პერსონალის ინსტრუქტირებას და მიიღოს მისგან ინფორმაცია;
ი) შეაფასოს მიღებული ინფორმაცია და, აუცილებლობის შემთხვევაში, შესწორებები შეიტანოს შესაბამის გეგმაში;
კ) განალაგოს პერსონალი საძიებო-სამაშველო ოპერაციის ეფექტიანად განხორციელებისათვის საჭირო სქემით;
ლ) ორგანიზება გაუწიოს გადარჩენილთათვის გათვალისწინებული დახმარების საშუალებების დროულად მიწოდებას;
მ) ქრონოლოგიური თანამიმდევრობითა და სიზუსტით აწარმოოს სამორიგეო ჟურნალი;
ნ) შეადგინოს პატაკები;
ო) კოორდინაცია გაუწიოს საძიებო-სამაშველო საშუალებების საჭიროებისამებრ გამოყენებას;
პ) მოამზადოს დასკვნითი მოხსენება უბედური შემთხვევის შესახებ.
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2398 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/17296-sazghvao-samashvelo-samsakhuris-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/17296-sazghvao-samashvelo-samsakhuris-shesakheb/8.md
