---
title: "მუხლი 8. ადგილზე მოქმედების კოორდინატორი — საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/17296-sazghvao-samashvelo-samsakhuris-shesakheb/8"
law: "საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 17296"
adopted: "2000-09-29"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. ადგილზე მოქმედების კოორდინატორი — საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/17296-sazghvao-samashvelo-samsakhuris-shesakheb/8

1. ადგილზე მოქმედების კოორდინატორს ნიშნავს საძიებო-სამაშველო მოქმედებათა კოორდინატორი.

2. უბედური შემთხვევის ადგილზე პირველად მისული საზღვაო გემის ან საფრენი აპარატის კაპიტანი კისრულობს ადგილზე მოქმედების კოორდინატორის ფუნქციების შესრულებას, ვიდრე საძიებო-სამაშველო მოქმედებათა კოორდინატორი არ დანიშნავს მის შემცვლელს.

3. ადგილზე მოქმედების კოორდინატორი ვალდებულია:
ა) დაამოწმოს უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაციის მიღება;
ბ) დაუკავშირდეს განსაცდელში მყოფ გემს;
გ) განსაცდელში მყოფი გემისგან მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია და გადასცეს იგი სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრს;
დ) იქონიოს უწყვეტი რადიოკავშირი;
ე) დროულად მივიდეს შემთხვევის ადგილზე;
ვ) განახორციელოს საძიებო-სამაშველო ოპერაციები;
ზ) კოორდინაცია გაუწიოს შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა გემების მოქმედებას;
თ) თავის მოქმედებათა შესახებ აცნობოს სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრს;
ი) შეასრულოს სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის რეკომენდაციები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/17296-sazghvao-samashvelo-samsakhuris-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/17296-sazghvao-samashvelo-samsakhuris-shesakheb/9.md
