---
title: "მუხლი 9. ხელშეკრულება დახმარების შესახებ — საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/17296-sazghvao-samashvelo-samsakhuris-shesakheb/9"
law: "საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 17296"
adopted: "2000-09-29"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. ხელშეკრულება დახმარების შესახებ — საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/17296-sazghvao-samashvelo-samsakhuris-shesakheb/9

1. თუ ავარიულ მდგომარეობაში მყოფ გემს ან გემზე არსებულ ტვირთს დაღუპვა არ ემუქრება და ეკიპაჟი აკონტროლებს სიტუაციას და შეუძლია საკუთარი ძალებით, საგანგებო ზომების მიღებით გადაარჩინოს გემი, მაგრამ ამჯობინებს დახმარებისათვის მიმართოს მაშველს, გემის კაპიტანსა და მაშველს შორის იდება ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მაშველმა დახმარება უნდა აღმოუჩინოს განსაცდელში მყოფ გემს, ხოლო გემის კაპიტანი ვალდებულია გადაუხადოს მაშველს გაწეული სამუშაოს საფასური.

2. უშედეგოდ განხორციელებული სამუშაოს რისკზე პასუხისმგებელია ავარიულ მდგომარეობაში მყოფი გემის კაპიტანი, ხოლო მაშველი ოპერაციის დასრულებისას, შედეგის მიუხედავად, ღებულობს გაწეული სამუშაოს საფასურს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/17296-sazghvao-samashvelo-samsakhuris-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/17296-sazghvao-samashvelo-samsakhuris-shesakheb/10.md
