---
title: "მუხლი 11. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა რეგისტრაცია და აღრიცხვა. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სახელმწიფო კატალოგი — გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/17302-geograpiuli-obiektebis-sakheldebis-shesakheb/11"
law: "გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 17302"
adopted: "2000-09-29"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა რეგისტრაცია და აღრიცხვა. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სახელმწიფო კატალოგი — გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/17302-geograpiuli-obiektebis-sakheldebis-shesakheb/11

1. გეოგრაფიული ობიექტების არსებული ან ახლად დარქმეული სახელწოდებები ექვემდებარება რეგისტრაციასა და აღრიცხვას.

2. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა რეგისტრაციასა და აღრიცხვას ახორციელებს სამთავრობო კომისია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ცნობარი და ლექსიკონი გამოიცემა სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა რეგისტრაციის, აღრიცხვის, სახელმწიფო კატალოგის შექმნისა და წარმოების შესახებ“ დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1560-სსმI, №24, 13.08.2009წ., მუხ140 საქართველოს 2013 წლის 25 სექტემბრის კანონი №1333 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/17302-geograpiuli-obiektebis-sakheldebis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/17302-geograpiuli-obiektebis-sakheldebis-shesakheb/12.md
