---
title: "მუხლი 12. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დაცვა და პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის — გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/17302-geograpiuli-obiektebis-sakheldebis-shesakheb/12"
law: "გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 17302"
adopted: "2000-09-29"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დაცვა და პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის — გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/17302-geograpiuli-obiektebis-sakheldebis-shesakheb/12

1. ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. საქართველოს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებებს იცავს სახელმწიფო. ერთი სახელწოდების მეორეთი შეცვლა ან დამახინჯება დაუშვებელია.

3. საქართველოს ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებას, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დაცვასა და მართებულად გამოყენებას აკონტროლებს სამთავრობო კომისია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/17302-geograpiuli-obiektebis-sakheldebis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/17302-geograpiuli-obiektebis-sakheldebis-shesakheb/13.md
