---
title: "მუხლი 13. გეოგრაფიული ობიექტების სახელდებასთან დაკავშირებულ სამუშაოთა დაფინანსება — გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/17302-geograpiuli-obiektebis-sakheldebis-shesakheb/13"
law: "გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ"
article: "13"
identifier: "matsne 17302"
adopted: "2000-09-29"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. გეოგრაფიული ობიექტების სახელდებასთან დაკავშირებულ სამუშაოთა დაფინანსება — გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/17302-geograpiuli-obiektebis-sakheldebis-shesakheb/13

1. გეოგრაფიული ობიექტების სახელდებასთან დაკავშირებული სამუშაოები, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლექსიკონებისა და ცნობარების მომზადება და გამოცემა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდ ან.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების წარდგინებით განხორციელებული, აგრეთვე ამ კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში გეოგრაფიული ობიექტების სახელდებასთან დაკავშირებული სამუშაოები ფინანსდება შესაბამისი ბიუჯეტებიდან.

3. თუ წინადადება გეოგ რაფიული ობიექტის სახელდების შესახებ სამთავრობო კომისიას შეაქვს აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში, გეოგრაფიული ობიექტის სახელდებასთან დაკავშირებული სამუშაოები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1560-სსმI, №24, 13.08.2009წ., მუხ140 საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6883 - ვებგვერდი, 28.07.2020წ. თავი III. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/17302-geograpiuli-obiektebis-sakheldebis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/17302-geograpiuli-obiektebis-sakheldebis-shesakheb/14.md
