---
title: "მუხლი 2. გეოგრაფიული ობიექტების სახელდების სამართლებრივი რეგულირება — გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/17302-geograpiuli-obiektebis-sakheldebis-shesakheb/2"
law: "გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 17302"
adopted: "2000-09-29"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. გეოგრაფიული ობიექტების სახელდების სამართლებრივი რეგულირება — გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/17302-geograpiuli-obiektebis-sakheldebis-shesakheb/2

1. გეოგრაფიული ობიექტების სახელდების სამართლებრივი რეგულირება ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ბუნებრივი თუ ანთროპოგენური გეოინფორმაციული ერთეულის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, გეგმარებითი რაიონის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, სხვა ტერიტორიული ერთეულის; მთის, ბორცვის, ხევის, მდინარის, ტბის, წყაროს; მოედნის, პროსპექტის (გამზირის); გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის; სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ტყის, საქალაქო სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის; სატრანსპორტო სისტემის ობიექტის სახელდებას ახდენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად. საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1560-სსმI, №24, 13.08.2009წ., მუხ140 საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1965 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6883 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/17302-geograpiuli-obiektebis-sakheldebis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/17302-geograpiuli-obiektebis-sakheldebis-shesakheb/3.md
