---
title: "მუხლი 3. ტერმინების განმარტება — გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/17302-geograpiuli-obiektebis-sakheldebis-shesakheb/3"
law: "გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 17302"
adopted: "2000-09-29"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. ტერმინების განმარტება — გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/17302-geograpiuli-obiektebis-sakheldebis-shesakheb/3

ამ კანონში გა მოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) გეოგრაფიული ობიექტები – დედამიწის ბუნებრივი წარმონაქმნები: კონტინენტები, ოკეანეები, ზღვები, კუნძულები, მთები, მდინარეები, ტბები, მყინვარები და სხვა, აგრეთვე ადამიანის მიერ ხელოვნურად შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები, მათი ცენტრები, ქალაქები, დაბები, სოფლები, ქუჩები, მოედნები, პარკები და სხვა მსგავსი ობიექტები; ბ) გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენა – არსებულ სახელწოდებათა გამოვლენა, სახელწოდებათა არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდება, აგრეთვე სახელდებული გეოგრაფიული ობიექტებისთვის სახელწოდებების გადარქმევა; გ) გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ნორმალიზება – გეოგრაფიული ობიექტების ფართოდ გავრცელებული სახელწოდებების შერჩევა, მათი გამოყენების წესების განსაზღვრა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა კორექტირება ეროვნული ტრადიციების მიხედვით. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6883 - ვებგვერდი, 28.07.2020წ. თავი II. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ნორმალიზება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/17302-geograpiuli-obiektebis-sakheldebis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/17302-geograpiuli-obiektebis-sakheldebis-shesakheb/4.md
