---
title: "მუხლი 4. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენცია გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის სფეროში — გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/17302-geograpiuli-obiektebis-sakheldebis-shesakheb/4"
law: "გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 17302"
adopted: "2000-09-29"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენცია გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის სფეროში — გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/17302-geograpiuli-obiektebis-sakheldebis-shesakheb/4

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციას განეკუთვნება: ა) გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა და გატარება; ბ) გეოგრაფიული ობიექტების სახელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში ერთიანი მოთხოვნების, ნორმებისა და წესების განსაზღვრა, აგრეთვე გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სახელმწიფო კატალოგის შედგენა; დ) გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის სფეროში სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და დამტკიცება; ე) გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის (შემდგომში - სამთავრობო კომისია) შექმნა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/17302-geograpiuli-obiektebis-sakheldebis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/17302-geograpiuli-obiektebis-sakheldebis-shesakheb/5.md
