---
title: "მუხლი 5. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში არსებული ერთიანი მოთხოვნები, ნორმები და წესები — გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/17302-geograpiuli-obiektebis-sakheldebis-shesakheb/5"
law: "გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 17302"
adopted: "2000-09-29"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში არსებული ერთიანი მოთხოვნები, ნორმები და წესები — გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/17302-geograpiuli-obiektebis-sakheldebis-shesakheb/5

1. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში არსებული ერთიანი მოთხოვნები, ნორმები და წესები დადგენილია ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

2. ნორმატიული აქტების პროექტებს, რომლებიც გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში ადგენს ერთიან მოთხოვნებს, ნორმებსა და წესებს, შეიმუშავებს სამთავრობო კომისია და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას ან შესაბამის სახელმწიფო ორგანოს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. სამთავრობო კომისია საქართველოს პარლამენტს წელიწადში ერთხელ წარუდგენს ინფორმაციას ამ კანონის მოთხოვნა თა შესრულების შესახებ.

4. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულება სავალდებულოა სახელმწიფო დაწესებულებებისათვის, მუნიციპალიტეტებისათვის, ფიზიკური პირებისათვის, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის. საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1560-სსმI, №24, 13.08.2009წ., მუხ140 საქართველოს 2013 წლის 25 სექტემბრის კანონი №1333 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1965 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6883 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/17302-geograpiuli-obiektebis-sakheldebis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/17302-geograpiuli-obiektebis-sakheldebis-shesakheb/6.md
