---
title: "მუხლი 8. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებები — გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/17302-geograpiuli-obiektebis-sakheldebis-shesakheb/8"
law: "გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 17302"
adopted: "2000-09-29"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებები — გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/17302-geograpiuli-obiektebis-sakheldebis-shesakheb/8

1. სახელწოდებები ერქმევა: ა) ახლად წარმოქმნილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებსა და დასახლებებს; ბ) ახლად წარმოქმნილ ან სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტებს.

2. დასარქმევად შერჩეული სახელწოდება უნდა შეესაბამებოდეს როგორც ობიექტის ყველაზე ნიშანდობლივ ფიზიკურ-გეოგრაფიულ, ასევე საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეში ისტორიულ-კულტურულ ან სამეურნეო-საყოფაცხოვრებო თავისებურებებს და უნდა მიესადაგებოდეს რეგიონის ტოპონიმიკურ სტრუქტურას. სახელწოდება შეიძლება შედგებოდეს ერთი ან ერთზე მეტი სიტყვისაგან.

3. გეოგრაფიულ ობიექტს შეიძლება დაერქვას მისი პირველაღმომჩენის, დამაარსებლის და შემსწავლელ-ამთვისებლის სახელი.

4. გეოგრაფიული ობიექტისათვის თვალსაჩინო სახელმწიფო თუ საზოგადო მოღვაწის სახელის მინიჭება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. ერთი და იმავე დასახლების ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ერთი და იმავე სახის გეოგრაფიულ ობიექტს  არ შეიძლება დაერქვას ერთი და იგივე სახელწოდება.

6. ერთსა და იმავე მუნიციპალიტეტში ქალაქებს, დაბებსა და სოფლებს არ შეიძლება დაერქვას ერთი და იგივე სახელწოდება.

7. ახლად წარმოქმნილი ან სახელწოდების არმქონე ქუჩისთვის ამ კანონით დადგენილი წესით სახელის მინიჭებამდე დასაშვებია არაბული ციფრების გამოყენებით სახელდება (მაგალითად, 1-ლი ქუჩა, მე-2 ქუჩა და ა. შ.) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ, სამთავრობო კომისიის დასკვნის გარეშე.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ინიციატივის წარდგენიდან 1 თვის ვადაში. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6883 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/17302-geograpiuli-obiektebis-sakheldebis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/17302-geograpiuli-obiektebis-sakheldebis-shesakheb/9.md
