---
title: "მუხლი 9. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა აღდგენა ან გადარქმევა — გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/17302-geograpiuli-obiektebis-sakheldebis-shesakheb/9"
law: "გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 17302"
adopted: "2000-09-29"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა აღდგენა ან გადარქმევა — გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/17302-geograpiuli-obiektebis-sakheldebis-shesakheb/9

1. გ ეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა აღდგენა ან გადარქმევა მიზანშეწონილია იმ შემთხვევაში, თუ: ა) დასახლებაში/მუნიციპალიტეტში არსებობს ერთი და იმავე სახელწოდების რამდენიმე გეოგრაფიული ობიექტი, რაც სხვადასხვა საქმიანობის განხორციელებისას ქმნის გარკვეულ სირთულეებს; ბ) წარსულში საყოველთაოდ ცნობილი სახელწოდება დროთა განმავლობაში მივიწყებული ან დაკარგულია; გ) ისტორიულ ვითარებათა და სხვა გარემოებათა გამო მოხდა სახელწოდების დამახინჯება; დ) სახელწოდების აღმნიშვნელი აბრევიატურა, ნომერი ან სიტყვათა წყობა აღარ შეესაბამება რეალობას.

2. სხვა განსაკუთრებულ შემთხვევაში გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა აღდგენის ან გადარქმევის მიზანშეწონილობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6883 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/17302-geograpiuli-obiektebis-sakheldebis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/17302-geograpiuli-obiektebis-sakheldebis-shesakheb/10.md
