---
title: "მუხლი 2. პალატის საქმიანობის პრინციპები — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1732648-acharis-avtonomiuri-respublikis-savachro-samrewvelo-palatis-shesakheb/2"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 1732648"
adopted: "2012-08-22"
consolidated_as_of: "2023-09-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. პალატის საქმიანობის პრინციპები — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2023-09-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1732648-acharis-avtonomiuri-respublikis-savachro-samrewvelo-palatis-shesakheb/2

1. პალატა „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ
“
საქართველოს კანონით, ამ კანონითა და პალატის წესდებით გათვალისწინებულ ფუნქციებს ახორციელებს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2. პალატას აქვს საკუთარი ქონება და სამართლებრივ ურთიერთობებში გამოდის თავისი სახელით.

3. პალატას დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად შეიძლება გადაეცეს  სახელმწიფო ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონება.

4. პალატა და მისი წევრები პასუხს არ აგებენ ერთმანეთის ვალდებულებებზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1732648-acharis-avtonomiuri-respublikis-savachro-samrewvelo-palatis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1732648-acharis-avtonomiuri-respublikis-savachro-samrewvelo-palatis-shesakheb/3.md
