---
title: "მუხლი 8. გარდამავალი და დაკვნითი დებულებანი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1732648-acharis-avtonomiuri-respublikis-savachro-samrewvelo-palatis-shesakheb/8"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 1732648"
adopted: "2012-08-22"
consolidated_as_of: "2023-09-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. გარდამავალი და დაკვნითი დებულებანი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2023-09-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1732648-acharis-avtonomiuri-respublikis-savachro-samrewvelo-palatis-shesakheb/8

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ ამ კანონის შესაბამისად, მისი ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს პალატის საბჭოს ჩამოყალიბების ორგანიზება.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ უზრუნველყოს თავისი წესდების ამ კანონთან შესაბამისობა მისი ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის შესრულებამდე ძალაში დარჩეს პალატის წესდება ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული რედაქციით.

4. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2005 წლის 1 დეკემბრის კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ (გაზეთი
„
აჭარა
“
№
230, 14.12.2005 წელი).

5. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარე                             ლ. ვარშალომიძე
ჩაქვი,
2012 წლის 22 აგვისტო
№
180-უ.ს.რ.ს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1732648-acharis-avtonomiuri-respublikis-savachro-samrewvelo-palatis-shesakheb/7.md
