---
title: "მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — სამშენებლო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/17338-samsheneblo-sakmianobis-shesakheb/1"
law: "სამშენებლო საქმიანობის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 17338"
adopted: "2000-10-27"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — სამშენებლო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამშენებლო საქმიანობის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/17338-samsheneblo-sakmianobis-shesakheb/1

1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის მონაწილეთა შორის ურთიერთობების სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ თავისებურებებს, ადგენს ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმების დაცვისა და რეგულირების მექანიზმს.

2. სამშენებლო საქმიანობა საქართველოში, რომელიც მიმართულია ეროვნული მეურნეობის ყველა დარგის განვითარებისაკენ, მოსახლეობის საბინაო-კომუნალური, კულტურულ-საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობების გაუმჯობესებისაკენ, წარმოადგენს დარგთაშორის საქმიანობას.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/17338-samsheneblo-sakmianobis-shesakheb/2.md
