---
title: "მუხლი 10. სამართლებრივი გარანტიები — სამშენებლო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/17338-samsheneblo-sakmianobis-shesakheb/10"
law: "სამშენებლო საქმიანობის შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 17338"
adopted: "2000-10-27"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. სამართლებრივი გარანტიები — სამშენებლო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამშენებლო საქმიანობის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/17338-samsheneblo-sakmianobis-shesakheb/10

1. სახელმწიფო ორგანოებსა და თანამდებობის პირებს უფლება არა აქვთ ჩაერიონ სამშენებლო კომპლექსის მონაწილეთა სამეურნეო-საფინანსო საქმიანობაში, გარდა მაკონტროლებელი ორგანოებისა, რომელთაც კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ ეს უფლება.

2. სამშენებლო საქმიანობის მონაწილეთა მიერ მიყენებულ მატერიალურ და მორალურ ზიანს განსაზღვრავს სასამართლო.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/17338-samsheneblo-sakmianobis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/17338-samsheneblo-sakmianobis-shesakheb/11.md
