---
title: "მუხლი 11. საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის მონაწილეთა სტიმულირება — სამშენებლო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/17338-samsheneblo-sakmianobis-shesakheb/11"
law: "სამშენებლო საქმიანობის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 17338"
adopted: "2000-10-27"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის მონაწილეთა სტიმულირება — სამშენებლო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამშენებლო საქმიანობის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/17338-samsheneblo-sakmianobis-shesakheb/11

1. საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის მონაწილეთა სტიმულირების ფორმებია „საქართველოს დამსახურებული მშენებლის“, „საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის“ წოდებათა მინიჭება და სპეციალური სამკერდე ნიშნით დაჯილდოება საქართველოს კანონმდებლებით დადგენილი წესით.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეიმუშავებს და ამტკიცებს დებულებას წოდებათა მინიჭებისა და სამკერდე ნიშნით დაჯილდოების წესის შესახებ. საქართველოს 2013 წლის 24 სექტემბრის კანონი №1287 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/17338-samsheneblo-sakmianobis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/17338-samsheneblo-sakmianobis-shesakheb/12.md
