---
title: "მუხლი 2. კანონის მიზნები — სამშენებლო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/17338-samsheneblo-sakmianobis-shesakheb/2"
law: "სამშენებლო საქმიანობის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 17338"
adopted: "2000-10-27"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. კანონის მიზნები — სამშენებლო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამშენებლო საქმიანობის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/17338-samsheneblo-sakmianobis-shesakheb/2

კანონის მიზნებია: ა) სამშენებლო კომპლექსის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ამაღლება; საქართველოს ეროვნული მეურნეობის დარგების განვითარებისათვის ხელის შეწყობა; მოსახლეობის სოციალური და კულტურულ-საყოფაცხოვრებო დონის გაუმჯობესება; ბ) სამშენებლო საქმიანობის ძირითადი ამოცანების შესრულება, კონკურენტული გარემოს შექმნისათვის ხელშეწყობა; გ) სამშენებლო პროდუქციის ხარისხის, მისი საიმედოობის ფუნქციური დანიშნულებისადმი სრული შესაბამისობა, ეროვნული და თანამედროვე არქიტექტურულ-ესთეტიკური სახის უზრუნველყოფა გარემოსა და მისი ცალკეული კომპონენტების გათვალისწინებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/17338-samsheneblo-sakmianobis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/17338-samsheneblo-sakmianobis-shesakheb/3.md
