---
title: "მუხლი 6. სამშენებლო საქმიანობის მონაწილეთა ვალდებულებანი — სამშენებლო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/17338-samsheneblo-sakmianobis-shesakheb/6"
law: "სამშენებლო საქმიანობის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 17338"
adopted: "2000-10-27"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. სამშენებლო საქმიანობის მონაწილეთა ვალდებულებანი — სამშენებლო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამშენებლო საქმიანობის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/17338-samsheneblo-sakmianobis-shesakheb/6

1. სამშენებლო საქმიანობის ყველა მონაწილე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, სამშენებლო ნორმები, წესები და სტანდარტები, ტექნიკური პირობები; დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად აწარმოოს და წარადგინოს სტატისტიკური ანგარიშგება.

2. დამკვეთმა საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის განსახორციელებლად უნდა შეარჩიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მენარდე, უზრუნველყოს მშენებლობის პროექტის ექსპერტიზა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აიღოს მშენებლობის დაწყების ნებართვა უფლებამოსილი ორგანოსაგან, დააფინანსოს შესრულებული სამუშაოები.

3. მშენებლობაში სამშენებლო მასალების, კონსტრუქციების, ნაკეთობებისა და სხვა სამშენებლო პროდუქციის გამოყენება დაიშვება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატითა და წესით.

4. სამშენებლო საქმიანობა, მათ შორის, მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება, ხორციელდება საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების შესაბამისად. საქართველოს 2013 წლის 24 სექტემბრის კანონი №1287 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/17338-samsheneblo-sakmianobis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/17338-samsheneblo-sakmianobis-shesakheb/7.md
