---
title: "მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო — ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/17368-chernobilis-atomur-elektrosadgurze-da-skhva-samkhedro-an-samokalako-da/2"
law: "ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 17368"
adopted: "2000-11-08"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო — ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/17368-chernobilis-atomur-elektrosadgurze-da-skhva-samkhedro-an-samokalako-da/2

ამ კანონის მოქმედება ვრცელდება: ა) საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში (შემდგომ – მონაწილეები) ან რომლებსაც მასში მონაწილეობის დროს სხივური ზემოქმედების შედეგად შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დაუდგინდათ (შემდგომ – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები); ბ) მონაწილეებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შვილებზე, რომლებიც ამ პირების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობის შემდგომ პერიოდში დაიბადნენ; გ) ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობის დროს ან მასში მონაწილეობით გამოწვეული დაავადების გამო გარდაცვლილი მონაწილეებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ოჯახების შრომისუუნარო წევრებზე (მშობლები, მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილები). საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2455 - სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.436 საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №857- ვებგვერდი, 03.07.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/17368-chernobilis-atomur-elektrosadgurze-da-skhva-samkhedro-an-samokalako-da/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/17368-chernobilis-atomur-elektrosadgurze-da-skhva-samkhedro-an-samokalako-da/3.md
