---
title: "მუხლი 1¹ — ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/17380-kalak-tbilisis-sazghvrebshi-da-mimdebare-teritoriaze-arsebuli-mwvane-n/1-1"
law: "ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ"
article: "1^1"
identifier: "matsne 17380"
adopted: "2000-11-10"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1¹ — ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ, მუხლი 1¹ (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/17380-kalak-tbilisis-sazghvrebshi-da-mimdebare-teritoriaze-arsebuli-mwvane-n/1-1

ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიება − ამ კანონით დადგენილი მწვანე ნარგავების აღდგენითი ღირებულების თანხის გადახდა ან/და საკომპენსაციო რგვა; ბ) საკომპენსაციო რგვა − მოჭრილი მწვანე ნარგავების სანაცვლოდ სულ მცირე იმავე რაოდენობის მწვანე ნარგავების გაშენება და მოვლა; გ) მწვანე ნარგავები − მერქნიანი მცენარეები (ხე, ბუჩქი) და არამერქნიანი მცენარეები; დ) ზეხმელი ხე − ზრდაშეწყვეტილი, ზეზე მდგომი გამხმარი ხე; ე) ხმობადი ხე − ხე, რომლის ღეროს ერთი მესამედი გამხმარია; ვ) ფაუტი ხე − დამპალი და გამომშრალი (გამოფიტული) ფუტურო ხე, რომელსაც მერქნის თავდაპირველი სტრუქტურა და სიმკვრივე დაკარგული აქვს; ზ) გადაბერებული ხე − სწრაფმოზარდი სახეობის მწიფე და გადაბერებული ხე, რომელმაც საამორტიზაციო ხნოვანებას მიაღწია (40−50 წლის ვერხვი, აკაცია, ტირიფი); თ) დაავადებული ხე − ხე, რომლის განკურნება ფაქტობრივად შეუძლებელია. საქართველოს 2017 წლის 6 აპრილის კანონი №619 - ვებგვერდი, 21.04.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/17380-kalak-tbilisis-sazghvrebshi-da-mimdebare-teritoriaze-arsebuli-mwvane-n/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/17380-kalak-tbilisis-sazghvrebshi-da-mimdebare-teritoriaze-arsebuli-mwvane-n/2.md
