---
title: "მუხლი 2¹ — ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/17380-kalak-tbilisis-sazghvrebshi-da-mimdebare-teritoriaze-arsebuli-mwvane-n/2-1"
law: "ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ"
article: "2^1"
identifier: "matsne 17380"
adopted: "2000-11-10"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2¹ — ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ, მუხლი 2¹ (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/17380-kalak-tbilisis-sazghvrebshi-da-mimdebare-teritoriaze-arsebuli-mwvane-n/2-1

1. ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა დაცული ტერიტორიებისა) საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიძლება შეიქმნას განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დადგენილებას საქართველოს მთავრობა იღებს ქ. თბილისის მერის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შეთანხმებულია ქ. თბილისის საკრებულოსთან და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან.

3. ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა დაცული ტერიტორიებისა) გარკვეული ტერიტორიისათვის განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭება დაიშვება მხოლოდ იმ პროექტების განსახორციელებლად, რომელთა ძირითადი მიზანია გამწვანებული ტერიტორიების დაცვა ან/და ტერიტორიების გამწვანება.

4. განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის სტატუსის მქონე ტერიტორიის გამოყენების ნორმები, ამ ტერიტორიის გაუმჯობესებისა და გაშენებისათვის აუცილებელი მოთხოვნები, ტერიტორიაზე გასაშენებელ მცენარეთა სახეობები, აგრეთვე ტერიტორიის საზღვრები და ფართობი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2010 წლის 12 თებერვლის კანონი №2567 - სსმ I,  №6, 22.02.2010 წ., მუხ. 24 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4406 - ვებგვერდი,17.03.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №475 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1030 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2317 - ვებგვერდი, 13.05.2014წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1655 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. თავი II. ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების დაზიანების, განადგურებისა და ამოძირკვის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6926 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/17380-kalak-tbilisis-sazghvrebshi-da-mimdebare-teritoriaze-arsebuli-mwvane-n/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/17380-kalak-tbilisis-sazghvrebshi-da-mimdebare-teritoriaze-arsebuli-mwvane-n/3.md
