---
title: "მუხლი 7 — ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/17380-kalak-tbilisis-sazghvrebshi-da-mimdebare-teritoriaze-arsebuli-mwvane-n/7"
law: "ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 17380"
adopted: "2000-11-10"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7 — ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/17380-kalak-tbilisis-sazghvrebshi-da-mimdebare-teritoriaze-arsebuli-mwvane-n/7

1. პირველი, მეორე და მესამე კატეგორიების მიხედვით წესდება შესაბამისი შემასწორებელი კოეფიციენტები − 6, 4,5 და 3, რომლებზედაც მრავლდება აღდგენითი ღირებულების თანხა და გამოითვლება მწვანე ნარგავების დაზიანების, განადგურებისა და ამოძირკვის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა.

2. ნარგავების უნებართვო განადგურების შემთხვევაში ზიანის ოდენობა განისაზღვრება აღდგენითი ღირებულების თანხის შესაბამის შემასწორებელ კოეფიციენტზე ნამრავლის ორმაგი ოდენობით.

3. ნარგავების უნებართვო განადგურებად ითვლება მათი განზრახ განადგურება ან ისეთი დაზიანება, რომელიც იწვევს ნარგავების ხმობას.

4. წიწვოვან სახეობათა ხე-მცენარეების ისეთი დაზიანების შემთხვევაში, რომელიც აქვეითებს მათ დეკორატიულ ღირსებას და იწვევს ხე-მცენარეების შემდგომი ზრდის შეჩერებას, ზიანის ოდენობა შეესაბამება აღდგენითი ღირებულების თანხის 50%-ს.

5. საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთებში ხე-მცენარეების (გარდა ხილ-კენკროვანი სახეობებისა) უნებართვო განადგურების შემთხვევაში ზიანის ოდენობა განისაზღვრება აღდგენითი ღირებულების თანხის მესამე კატეგორიისათვის დაწესებულ შემასწორებელ კოეფიციენტზე ნამრავლის ოდენობით. საქართველოს 2022 წლის 23 ივნისის კანონი №1710 – ვებგვერდი, 05.07.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/17380-kalak-tbilisis-sazghvrebshi-da-mimdebare-teritoriaze-arsebuli-mwvane-n/6-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/17380-kalak-tbilisis-sazghvrebshi-da-mimdebare-teritoriaze-arsebuli-mwvane-n/8.md
