---
title: "მუხლი 14. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები — საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1744-sakartvelos-zghvis-wqalsatevebisa-da-mdinareta-napirebis-regulirebisa-/14"
law: "საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 1744"
adopted: "2000-10-27"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები — საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1744-sakartvelos-zghvis-wqalsatevebisa-da-mdinareta-napirebis-regulirebisa-/14

1. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „საქართველოს ზღვებისა და მდინარეების სანაპიროთა მორფოდინამიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ „სანდის“ („საქნაპირდაცვის“) შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 24 აგვისტოს №386 ბრძანებულება.

2. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნაპირფორმირების პროცესების კვლევისა და მართვის სამეცნიერო-საწარმოო ცენტრის სსც „საქნაპირდაცვის“ შესახებ“ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 9 იანვრის №1 ბრძანება.

3. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნაპირფორმირების პროცესების კვლევისა და მართვის სამეცნიერო-საწარმოო ცენტრი „საქნაპირდაცვა“, შევიდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის სტრუქტურაში და მის ბალანსზე არსებული ქონება გადაეცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრს.

4. ამ კანონის ამოქმედებისთანავე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნაპირფორმირების პროცესების კვლევისა და მართვის სამეცნიერო-საწარმოო ცენტრის „საქნაპირდაცვის“ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.

5. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრმა შეიმუშაოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანების პროექტი „სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონაში ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ და წარუდგინოს მინისტრს დასამტკიცებლად.
საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4131 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.1

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1744-sakartvelos-zghvis-wqalsatevebisa-da-mdinareta-napirebis-regulirebisa-/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1744-sakartvelos-zghvis-wqalsatevebisa-da-mdinareta-napirebis-regulirebisa-/15.md
