---
title: "მუხლი 5. სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის რეგულირებისა და საინჟინრო დაცვისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიები და მათი საზღვრები — საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1744-sakartvelos-zghvis-wqalsatevebisa-da-mdinareta-napirebis-regulirebisa-/5"
law: "საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 1744"
adopted: "2000-10-27"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის რეგულირებისა და საინჟინრო დაცვისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიები და მათი საზღვრები — საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1744-sakartvelos-zghvis-wqalsatevebisa-da-mdinareta-napirebis-regulirebisa-/5

1. ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა სანაპიროების საინჟინრო დაცვის ზონების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიების საზღვრები დგინდება ჰიდროლოგიური, ოკეანოგრაფიული, გეოლოგიური და გეომორფოლოგიური პირობებით, ზღვის კიდის ხაზის მორფოდინამიკური განვითარების გათვალისწინებით.

2. სანაპიროების საინჟინრო დაცვის ზონების საზღვრებს შესაბამის დაინტერესებულ უწყებებსა და მუნიციპალიტეტებთან შეთანხმებით შეიმუშავებს დეპარტამენტი და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.
საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4131 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.1
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №199 - სსმ I, №17, 28.07.2008 წ., მუხ.123
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4428-ვებგვერდი-17.03.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4649 - ვებგვერდი,13.05.2011წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6974-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №493 – ვებგვერდი, 16.04.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1862/8 – ვებგვერდი, 16.09.2026წ.
თავი III
სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის სახელმწიფო მართვა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1744-sakartvelos-zghvis-wqalsatevebisa-da-mdinareta-napirebis-regulirebisa-/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1744-sakartvelos-zghvis-wqalsatevebisa-da-mdinareta-napirebis-regulirebisa-/6.md
