---
title: "მუხლი 6. სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის ტერიტორიების საკუთრებასთან დაკავშირებული ურთიერთობები — საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1744-sakartvelos-zghvis-wqalsatevebisa-da-mdinareta-napirebis-regulirebisa-/6"
law: "საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 1744"
adopted: "2000-10-27"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის ტერიტორიების საკუთრებასთან დაკავშირებული ურთიერთობები — საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1744-sakartvelos-zghvis-wqalsatevebisa-da-mdinareta-napirebis-regulirebisa-/6

1. მკაცრი ზედამხედველობის ზოლში კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიები რჩება საკუთრებაში და მათი ჩამორთმევა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

2. პლაჟების გადაცემა კერძო საკუთრებაში (გარდა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების არსებობის შემთხვევებისა) აკრძალულია.
საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4131 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.1

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1744-sakartvelos-zghvis-wqalsatevebisa-da-mdinareta-napirebis-regulirebisa-/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1744-sakartvelos-zghvis-wqalsatevebisa-da-mdinareta-napirebis-regulirebisa-/7.md
