---
title: "მუხლი 8. სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის მონაცემთა ბაზის შექმნა და მონიტორინგი — საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1744-sakartvelos-zghvis-wqalsatevebisa-da-mdinareta-napirebis-regulirebisa-/8"
law: "საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 1744"
adopted: "2000-10-27"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის მონაცემთა ბაზის შექმნა და მონიტორინგი — საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1744-sakartvelos-zghvis-wqalsatevebisa-da-mdinareta-napirebis-regulirebisa-/8

1. სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის ბუნებრივი ელემენტებისა და ტექნოგენური ობიექტების შესახებ მონაცემთა ბაზა იქმნება ტერიტორიის კომპლექსური შეფასების, სამოქალაქო, სამეურნეო და სხვა ნაგებობების მშენებლობის მიზანშეწონილობის დასადგენად და გარემოს დაცვის ოპტიმალურ ღონისძიებათა გასატარებლად.

2. სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის მონიტორინგი ხორციელდება მოსალოდნელი უარყოფითი ეფექტის მქონე ეროზიული და აკუმულაციური პროცესების სალიკვიდაციო გეგმების შესამუშავებლად და ნაპირდაცვის ღონისძიებების გასატარებლად.
საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4131 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.1

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1744-sakartvelos-zghvis-wqalsatevebisa-da-mdinareta-napirebis-regulirebisa-/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1744-sakartvelos-zghvis-wqalsatevebisa-da-mdinareta-napirebis-regulirebisa-/9.md
