---
title: "მუხლი 9. სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონაში სამეურნეო საქმიანობის მარეგულირებელი წესები — საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1744-sakartvelos-zghvis-wqalsatevebisa-da-mdinareta-napirebis-regulirebisa-/9"
law: "საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 1744"
adopted: "2000-10-27"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონაში სამეურნეო საქმიანობის მარეგულირებელი წესები — საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1744-sakartvelos-zghvis-wqalsatevebisa-da-mdinareta-napirebis-regulirebisa-/9

1. სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო ვალდებულია ნებართვის გაცემის პროცესში დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოს სახით ჩართოს დეპარტამენტი და სავალდებულო დასკვნისათვის გადაუგზავნოს სათანადო დოკუმენტაცია.

2. სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონაში მშენებარე შენობა-ნაგებობის პროექტში აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ნაპირის მოსალოდნელი დაზიანების საკომპენსაციო ხარჯები.

3. პლაჟის გამოყენება სამკურნალო და რეკრეაციული მიზნით არ იზღუდება. დაუშვებელია პლაჟის გამიჯვნა (შეღობვა) კაპიტალური და გაუვალი ნაგებობებით.

4. მკაცრი ზედამხედველობის ზოლში ნებადართულია ტერიტორიით სარგებლობა დროებითი ნაგებობების განსათავსებლად.

5. აკრძალულია ზღვის, წყალსატევისა და მდინარის მკაცრი ზედამხედველობის ზოლებში ინერტული მასალის მოპოვება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი ხორციელდება ნაპირფორმირების პროცესების მართვისა და მდინარეთა რეგულირების მიზნით.
საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4131 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.1
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4649 - ვებგვერდი,13.05.2011წ.
თავი IV
ნაპირდაცვის ღონისძიებანი
საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4131 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.1
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №199 - სსმ I, №17, 28.07.2008 წ., მუხ.123
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4428-ვებგვერდი-17.03.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1744-sakartvelos-zghvis-wqalsatevebisa-da-mdinareta-napirebis-regulirebisa-/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1744-sakartvelos-zghvis-wqalsatevebisa-da-mdinareta-napirebis-regulirebisa-/10.md
